მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოსთან ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს პერიოდში აღდგეს - რუსეთის დუმა

5d9c5dc15c51b
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 14:22
1532
საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლოა უახლოეს პერიოდში მოხდეს, - ამის შესახებ  განცხადება რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა გააკეთა. 

„კონკრეტულ დროს ვერ დაგისახელებთ. ვფიქრობ, ამის იმედი უახლოეს ხანებში უნდა გვქონდეს“, - დასძინა კალაშნიკოვმა. 

კალაშნიკოვმა ყურადღება ასევე საქართველოში რუსი ტურისტების მიმართ დამოკიდებულებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსეთიდან ჩასულ ტურისტებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

„ბოლო დროს ექსცესები საქართველოში არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსებმა უნდა გამოავლინონ ნება, მათ შორის, ახალმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც მოდიან და ამასთან დაკავშირებით რაღაც განცხადებებს აკეთებენ. უბრალოდ არაფერი ხდება“,  დასძინა რუსმა დეპუტატმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 8 ივლისიდან პუტინის განკარგულებით აიკრძალა, თუმცა ბოლო პერიოდში ფრენების აღდგენაზე რუსეთის პოლიტიკურ წრეებში მასობრივად ალაპარაკდნენ.

რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა "კომერსანტთან" ინტერვიუში თქვა, რომ  "საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება".