მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი: მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7%-ით გაიზარდა

5dedf3af5cd85
შოთა ტყეშელაშვილი
09.12.19 11:14
1107
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში FDI-იმ 417.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 13.7 პროცენტით მეტია.

2019 წლის 9 თვეში ჯამურად საქართველოში $908.9 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 17%-ით ნაკლებია. კლება ძირითადად წლის პირველ და მეორე კვარტალში FDI-ს შემცირებას უკავშირდება. 

საქსტატის ინფორმაციით, მთლიან ინვესტიციებში ნახევარზე მეტი წილი არსებული კომპანიების რეინვესტიციაზე მოდის და ის $258.8 მილიონ აშშ დოლარს უდრის. 

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზე მესამე კვარტალში დიდი ბრიტანეთია, საიდანაც წლის მესამე კვარტალში $78.4 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, მეორე ადგილზე ნიდერლანდებია, საიდანაც ინვესტიცია $68.3 მილიონი იყო, მესამე ადგილზე $43 მილიონით თურქეთია. 

2019 წლის სამი კვარტლის ჯამით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი:

1) თურქეთი - $158,548,423 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 194%;
2) ირლანდია - $132,415,731 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 6710%;
3) გაერთიანებული სამეფო - $122,444,173 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 4%;
4) აშშ - $75,782,966 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -3%;
5) პანამა - $74,951,543 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 22%;
6) იაპონია - $46,255,543 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 157%;
7) აზერბაიჯანი - $41,790,565 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -79%;
8) ჩინეთი - $35,546,790 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან -47%;
9) ნიდერლანდი - $32,566,279 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -80%;
10) დანია - $29,598,313 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 76%;
11) რუსეთი - $27,501,211 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -54%;
12) ლუქსემბურგი - $19,207,625 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -51%.
13) გერმანია - $18,839,084 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -47%;
14) არაბეთის გაერთიანებული ემირატები - $17,575,497 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -29%;
15) კორეა - $17,283,868 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 10%;
16) ჩეხეთი - $16,321,632 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -81%;
17) შვეიცარია - $13,109,405 აშშ დოლარი, კლება წინა წელთან -23%;
18) სომხეთი - $12,642,958 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 77%;
19) დანარჩენი ქვეყნები - $11,425,207 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 93%;
20) ესტონეთი - $10,210,284 აშშ დოლარი, ზრდა წინა წელთან 2%.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $96.0 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 23.0 პროცენტია.

სრულად, ინვესტიციების რეიტინგი 2019 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით ცალკეული სექტორების მიხედვით ასე გამოიყურება:

1) საფინანსო სექტორი - $96.00 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 471%;
2) დამამუშავებელი მრეწველობა - $49.30 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -14%;
3) სასტუმროები და რესტორნები - $45.70 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 2%;
4) მშენებლობა - $43.40 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 65%;
5) ენერგეტიკა - $39.70 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 0%;
6) უძრავი ქონება - $30.10 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -38%;
7) სამთომოპოვებითი მრეწველობა - $17.50 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 33%; 
8) ტრანსპორტი - $11.20 მლნ დოლარი, კლება წინა წელთან -83%;
9) ჯანმრთელობის დაცვა და სოც. დახმარება - $11.20 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 1144%;
10) კავშირგაბმულობა - $8.10 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
11) სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $5.40 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 500%;
12) დანარჩენი სექტორები - $59.80 მლნ დოლარი, ზრდა წინა წელთან 23%.