13.აგვისტო .2020 15:00

საქსტატი: საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 7 თვეში 17.6 %-ით შემცირდა

views 384
უკან

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 030.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 17.6 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 758.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (16.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4 272.1 მლნ. აშშ დოლარი (17.9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ივლისში 2 513.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის ტენდენციები 2015-2020 წლებში ასეთია:

სტატისტიკის მიხედვით, ივლისში გასულ თვესთან შედარებით ექსპორტი შემცირებულია 5.2%-ით, ხოლო იმპორტი გაზრდილია 20.3 %-ით.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 19 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა