მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ავტომობილებით გადაადგილების საათები განისაზღვრა

5ea03bcd2201e
BM.GE
22.04.20 16:42
1115
იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მათ ექნებათ საშუალება, დილის საათებში გადაადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

"ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება არის მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტილების უშუალო აღსრულება და ნებართვებით უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტზე და რეგიონულ საკოორდინაციო შტაბებზე", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.