12.ივლისი .2022 00:10

სასტუმრო "ქვევრების" გახსნა სექტემბერში იგეგმება - "ინვესტიციის მოცულობა გაორმაგდა"

სასტუმრო "ქვევრების" გახსნა სექტემბერში იგეგმება - "ინვესტიციის მოცულობა გაორმაგდა"
views 17228
უკან

მიმდინარე წლის სექტემბერში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, სასტუმრო „ქვევრები“ გაიხსნება.

„ქვევრები“ სამსართულიან, 17-ნომრიან სასტუმროს, 20 ქვევრის ტიპის ოთახს, საკონფერენციო დარბაზს, რესტორანს, ბარს, ტერასას და ღია აუზს გააერთიანებს. კომპლექსი 3 ჰექტარზე განთავსდება და ადგილზე სასტუმროს გარდა, ნახევარ ჰექტარზე ვენახი გაშენდება.
No description available.
პროექტის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის შიდა სარემონტო სამუშაოები დასრულებულია. რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, თავდაპირველად პირველი ეტაპისთვის 3 მლნ ლარის ჩადება იგეგმებოდა, თუმცა კლდიაშვილის განმარტებით, პანდემიის შემდგომ გაძვირებული სამშენებლო მასალისა და პროექტში შესული ცვლილებების გამო, პირველი ეტაპისთვის დაახლოებით 6 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ინვესტიციის მოცულობა გაორმაგდა, 3 მილიონს მხოლოდ 20-ნომრიან სასტუმროზე ვანგარიშობდით, ჩვენ კი პროექტს რესტორანი, სასტუმროს შენობა, ბარი, საკონფერენციო დარბაზი დავამატეთ. ამასთან, გაძვირდა მშენებლობაც.

ვფიქრობთ, სექტემბერში გავხსნით. სასტუმრო მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი, რადგან ყველაფერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად კეთდება, EBRD-ის პროგრამაში ვართ ჩართული და მათი მოთხოვნაა, რომ „ქვევრები“ ევროპული დონის სასტუმრო იყოს.

მოლოდინი გვაქვს, რომ სასტუმროს 80%-იანი დატვირთულობა ექნება. სეზონზე 100%-იანსაც ვვარაუდობთ. კონცეფციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სასტუმრო, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ დამსვენებელს დააინტერესებს“ - აღნიშნავს ის.
No description available.

ცნობისთვის: „ქვევრები“ ორგანიზაცია „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო მინიმუმ 30 ადამიანს დაასაქმებს.

No description available.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა