მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუდის არაბეთი ტურისტებისთვის იხსნება - ისტორიული მომენტი

5d8de1e726d86
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 22:50
2319
საუდის არაბეთი, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ტურისტებისთვის იხსნება. ხელისუფლებამ გადაწყვიტა უცხოელი ვიზიტორებისათვის ვიზების გაცემა დაიწყოს. როგორც საუდის არაბეთის ტურიზმის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ აჰმედ ალ-ხატიბმა განაცხადა, "ეს ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია".

ახალი სავიზო სისტემა ონლაინ იმოქმედებს. მსურველებს განაცხადის შეტანა ინტერნეტის საშუალებით შეეძლებათ. ვიზის საფასური 80 აშშ დოლარი იქნება, მათი მიღება 49 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ. რომელი სახელმწიფოები აღმოჩნდნენ ამ სიაში, ამ ეტაპზე არ დაკონკრეტებულა, თუმცა ქვეყნის ტურიზმის კომისიის განმარტებით, სტუმრებს ძირითადად ჩინეთიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და აშშ-დან ელოდებიან.

საუდის არაბეთის სამეფო ხელისუფლების პროგნოზებით, ტურიზმის სექტორი მომავალი ათწლეულის ბოლოს მშპ-ის 10%-ს უნდა შეადგენდეს. სხვა საკითხებთან ერთად, შეიქმნება ერთი მილიონი ახალი სამუშაო ადგილი და სავარაუდოდ, 2030 წლისთვის უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, ყოველწლიურად, ქვეყანაში 100 მილიონამდე იქნება. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში ხელისუფლება 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს. კუნძულები და წითელი ზღვის სანაპირო ქალაქები ძვირადღირებულ დასასვენებელ ზონებად უნდა განვითარდეს.
 
ამ დრომდე საუდის არაბეთი ტურისტებისთვის რთულად მიღწევადი სახელმწიფო იყო. უდაბნოს ქვეყანაში შესვლის ნებართვას მხოლოდ მუსლიმი მომლოცველები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და დიპლომატები იღებდნენ.