30.ნოემბერი .2022 10:38

საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე

საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე
views 414
უკან

სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორებზე საუკეთესო შეთავაზებები კვლავ გრძელდება. ეწვიეთ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებს - ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი - და შეიძინეთ თქვენთვის სასურველი სამსუნგის ტელევიზორი ფასდაკლებით. აქცია ვრცელდება როგორც სტანდარტულ, ასევე ე.წ Lifestyle მოდელებზე.

სამსუნგის ტელევიზორის შეძენისას, გარდა ბრენდისა და ტექნიკური მახასიათებლებისა, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ოფიციალურია თუ არა პროდუქტი. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ საქართველოში შეძენილი ტელევიზორი იყოს გარანტირებულად ახალი და ჩვენი რეგიონისთვის წარმოებული - აუცილებელია იგი მოვიკითხოთ სამსუნგის პარტნიორების მაღაზიებში. ტელევიზორის ჩართვისას პროგრამამ უნდა აგვარჩევინოს რეგიონი და ჩვენთვის სასურველი ენა. არაოფიციალური პროდუქტის შეძენისას არსებობს რისკი, რომ იგი საქართველოში გაყიდვამდე იყო გახსნილი, მასში ჩაწერილია გაურკვეველი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ არის განკუთვნილი ჩვენი რეგიონისთვის.

ოფიციალური ტელევიზორების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს გადმოვტვირთოთ და ვისიამოვნოთ ნებისმიერი ქართული აპლიკაციით - როგორიცაა Silk Go, Setanta, და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ სამსუნგის ტელევიზორის ძებნის ველში ქართული აპლიკაცია არ მოიძებნა, დიდი ალბათობით ეს ტელევიზორი არ არის ოფიციალური პროდუქტი.

ოფიციალური პროდუქტის შეძენისას, თქვენ მიიღებთ 2 წლიან გარანტიას მწარმოებლისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას მიიღებთ სამსუნგის ავტორიზებულ სერვისცენტრებში, სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური ტექნიკოსები და გამოიყენებენ სამსუნგის გარანტირებულად ორიგინალ ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან - ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი - სადაც არ გარისკავთ და შეიძენთ სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორს, ასევე შეძლებთ ჩაერთოთ აქციაში და მიიღოთ ფასდაკლებები ბრენდისგან.


R