მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავარაუდოდ, ხორბალს დავასუბსიდირებთ - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

622a0027f1ddb
ელენე გოგბერაშვილი
10.03.22 21:07
2805
რუსეთ-უკრაინის ომამდე საქართველო ხორბლის 90%-ზე მეტს რუსეთიდან ყიდულობდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს ქვეყანამ ჯამში $93.5 მილიონი დოლარის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონი დოლარის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული, $4.6 მილიონის ღირებულების კი - ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა).

ახლა ქართველ იმპორტიორებს ალტერნატიული ბაზრების მოძიება მოუწევთ. ყაზახეთი, უნგრეთი, რუმინეთი და აშშ, ის ალტერნატიული ბაზრებია, საიდანაც საქართველომ ხორბალი უნდა იყიდოს, თუმცა როგორც მეხორბლეები ამბობენ, ფასი გაცილებით ძვირი იქნება, ვიდრე ეს რუსული ხორბლის შემთხვევაში იყო.

ძვირად ნაყიდი ხორბალი, რომ პურის ფასზე არ აისახოს, დიდი ალბათობით მთავრობა კვლავ სუბსიდირების მექანიზმს გამოიყენებს. ამის შესახებ bm.ge-ს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა განუცხადა.

„სხვადასხვა ალტერნატივებს ვიხილავთ. დღესაც არის მსჯელობა ამ თემაზე. ძალიან ასიმეტრიულია დღეს მსოფლიო ბაზარზე არსებული საფასო პოლიტიკა. იცით, რომ შოკების პერიოდია ომიდან გამომდინარე, ამიტომ ვაკვირდებით ბაზარს, რომ სადაც ჩარევა გახდება საჭირო და როგორი ჩარევაც იქნება ეფექტური, ჩავერევით. სავარაუდოდ ეს იქნება, როგორც 2020 წლის გაზაფხულზე გავაკეთეთ, ხორბლის მარაგების შექმნასთან დაკავშირებით ჩარევა.

სუბსიდირება არის ერთ-ერთი მექანიზმი, რათა დაცული იყოს მოსახლეობის ინტერესები. ასეთ ღონისძიებებს ვატარებთ იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ბიზნესი დავიცვათ და მეორე მხრივ, მოსახლეობას პურზე შევუნარჩუნოთ ფასი, რამდენადაც შესაძლებელი იქნება“-აცხადებს გელა ხანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები