მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავის აქციზიდან ბიუჯეტის შემოსავალი გაიზარდა

62626425417bf
შოთა ტყეშელაშვილი
22.04.22 12:14
1664
გამოქვეყნდა 2022 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-მარტში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 130.1 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 11.4%-ით მეტია.

საწვავის აქციზისგან შემოსავლის მატება ქვეყანაში საწვავის მოხმარების ზრდით არის განპირობებული, რადგანაც როგორც შარშან, წელსაც ლიტრ ბენზინსა და დიზელზე აქციზის განაკვეთი 38 თეთრს შეადგენს.

კონკრეტული სეგმენტების მიხედვით ბიუჯეტის შემოსავალი ასე ნაწილდება:

● ბენზინი - 72,775,817 ლარი;
● დიზელი - 51,606,065 ლარი;
● სხვა ნავთობპროდუქტები - 5,740,016 ლარი.
● ჯამი - 130,121,898 ლარი.

ამჟამად საცალო ქსელებში ერთი ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი 3.79-3.81 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის 3.96-4.06 ლარი; სუპერის 4.10-4.19 ლარის ფარგლებში.

გლობალურ ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი $103 დოლარია, ერთი ტონა გადამუშავებული ბენზინის (Platts) ფასი კი 1040-1050 დოლარის ფარგლებშია.

ცალკეული სეგმენტების მიხედვით, ერთი ლიტრი რეგულარის მარკის საწვავი (3.80 ლარის შემთხვევაში) ასე ნაწილდება:

● საწვავის (Platts) თვითღირებულება - 2.51 ლარი;
● დღგ - 68 თეთრი;
● აქციზი - 38 თეთრი;
● ტრანსპორტირება; ხელფასები; ინვესტიციები; მოგების მარჟა - 30 თეთრი. 

გადასახადების ჯამი 1.06 ლარი.