07.ივლისი .2020 14:07

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ-ის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, მოთხოვნა 132 მლნ-ზე იყო

views 351
უკან

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა შვიდმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 132 010 000 ლარზე იყო. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 8.200 პროცენტით, მაქსიმალური - 8.550 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.371 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა