მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო დეპარტამენტი – ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს

5fa198094c34b
თამთა ჯიჯავაძე
03.11.20 21:45
881
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილე კეილ ბრაუნი "ტვიტერზე" წერს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი იზიარებს ეუთოს შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები, "მაგრამ ბრალდებებმა ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ და პარტიასა და სახელმწიფოს შორის [გამყოფი] ხაზის ბუნდოვანებამ საზოგადოების ნდობა შეამცირა".

კეილ ბრაუნის თქმით, ნაკლოვანებებსა და დოკუმენტაციით გამყარებულ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს.


ინფორმაციას ამის შესახებ "ამერიკის ხმა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 2 ნოემბრის განცხადებაში აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი აცხადებს (NDI), რომ საარჩევნო დარღვევებმა გადაფარა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე მიღწეული წინსვლა კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით. "ამ დარღვევებში შედის ოქმებში არსებული უზუსტობები, ცნობები საარჩევნო უბნებზე ან მათ გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებული გამოქვეყნება და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდა", – წერს გამოცემა.