"ბაზისბანკი" თავის მომხმარებელს ლარით დენომინირებული სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების, იგივე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე შეძენის სერვისსა და ასევე, მეორად ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის მომსახურებას სთავაზობს.
როგორც bm.ge-ის ბანკიდან აცნობეს, მომხმარებელს, ბაზისბანკის დახმარებით, საშუალება აქვს წარადგინოს განაცხადება ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონზე მონაწილეობისთვის.
აუქციონი იმართება ეროვნული ბანკის მიერ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში.
ერთი განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, მომხმარებლის განაცხადების მაქსიმალური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს აუქციონზე ემისირებული თანხის 75%-ს.
აუქციონების პერიოდულობა განისაზღვრება ფინანსთა სამინისტროს მიერ.
ბაზისბანკი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის პირველადი დილერების სისტემის საპილოტე პროგრამის აქტიური მონაწილეა.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განვითარებული ბაზარი ხელს შეუწყობს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციას. სწორედ ბაზრის განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, დაიწყო პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა.
ბაზისბანკს აქვს შუამავლის როლი ფასიანი ქაღალდების ემიტენტს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) და ინვესტორებს შორის.
(R)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა