სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ დღეს მათ სისტემაში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც მომხმარებლებმა მათ ვებგვერდზე ტრანზაქციების დაფიქსირება ვერ შეძლეს - ამის გამო უწყება დღეს დასრულებულ აუქციონებს დამატებით 2 დღით გაახანგრძლივებს.
დღეს დასრულდა ე.წ. "რიყის დოქების" აუქციონი, რომლის შედეგადაც ობიექტი კვლავ გაუყიდავი დარჩა - ამ ობიექტის ღირებულება 71.2 მილიონი ლარი იყო. ასევე გაუყიდავი დარჩა წილები 9 სახელმწიფო კომპანიაში. უცნობია ამ ობიექტებიდან რომელს ჰყავდა მყიდველი - ანუ რომელი გაიყიდებოდა რომ არა ტექნიკური ხარვეზი, რომლის შესახებაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აკეთებს განცხადებას.
"გაცნობებთ, რომ 2021 წლის 13 აპრილს 16:30 საათიდან - 17:45 საათამდე ინტერვალში ელექტრონული აუქციონების ვებგვერდზე eAuction.ge დაფიქსირდა ტექნიკური შეფერხება, რის შედეგადაც მომხმარებელთა გარკვეული ნაწილისთვის ტექნიკურად შეუძლებელი იყო ვებგვერდზე სასურველი მოქმედებების განხორციელება.
შესაბამისი ჯგუფი სსიპ საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან ერთად, მუშაობს ხარვეზის დეტალური მიზეზების დასადგენად.
რაც შეეხება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ გამოცხადებულ აუქციონებს, რომელთა დასრულების დროდ მითითებული იყო აღნიშნული ინტერვალი, მათი მიმდინარეობა გაგრძელდება 2 დღით. აუქციონების ვადის გახანგრძლივების შესახებ, განხორციელდება აუქციონებში მონაწილე ყველა პირის ინფორმირება.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საპრივატიზაციოდ გამოტანილი სახელმწიფო კომპანიები, რომელთა აუქციონიც დღეს უშედეგოდ დასრულდა:
1. შპს "ზუგდიდის ფარმაცია" (ს/ნ 219984596) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 306,000 ლარი;
2. შპს ,,თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკა" (ს/ნ 204379074) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 266,000 ლარი;
3. შპს ,,დეზინფექციის, დეზინსექციის დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი" (ს/ნ: 211327410) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 246,000 ლარი;
4. სს „ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატის“ (ს/კ 219983908) 51%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,014,000 ლარი;
5. შპს "საზღვაო ტექსერვისი" (ს/კ 245431206) 100% წილი; ობიექტის საწყისი ფასი 2,263,800 ლარი;
6. სს ,,ხაშურის მინის ტარა'' (ს/ნ: 243855734) კომპანიის კაპიტალის 23%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 747,200 ლარი;
7. შპს „დემეტრე 96“-ის (ს/ნ 205221614) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 3,921,000 ლარი;
8. შპს „თერმული წყლები“ (ს/კ 404419214) 100%-იანი წილი; ობიექტის საწყისი ფასი 1,511,000 ლარი;
9. შპს უნიონი (ს/კ 225379587)20 % წილი. ობიექტის საწყისი ფასი 399,000 ლარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი