მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო "რიყის დოქებს" 24 მილიონით იაფად ყიდის

601bd3af6c6e4
შოთა ტყეშელაშვილი
04.02.21 15:04
7713
საქართველოს მთავრობამ რიყის დოქები ხელახალ აუქციონზე გამოიტანა. ამჯერად კომპლექსის საწყისი ღირებულება 71.2 მილიონი ლარია, რაც წინა აუქციონის ფასთან შედარებით 23.75 მილიონი ლარით ნაკლებია. აუქციონში ვადა 5 მარტს იწურება.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა ობიექტის ღირებულება 2 თვის ვადაში უნდა დაფაროს, ხოლო შემდეგ კი 36 თვის ვადაში ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი მოაწყოს. პროექტის საინვესტიციო ვალდებულება 10 მილიონი ლარია. 

"შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს), საგამოფენო სივრცე(ებ)ს/დარბაზ(ებ)ს) ან/და სასტუმროს) შექმნა, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება და კომპლექსის ფუნქციონირების დაწყება;

შემძენმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება;

მყიდველი ვალდებულია „ა-გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში“ წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული, ,,გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო თანხის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმდების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.

საინტერესოა, რომ წინა აუქციონი, რომელიც უშედეგოდ დასრულდა ზუსტად ერთი წლის წინ ჩატარდა და გასულ წელსაც განაცხადების მიღება 5 მარტს ამოიწურა.