მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო საწარმოები პარტაქტივის დასაქმების საუკეთესო წყარო აღმოჩნდა"

5d9a068299fb0
BM.GE
06.10.19 19:17
1255
„ის, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობა შეიძლება ავამაღლოთ, არის ილუზია, ამიტომ პრივატიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი. აქ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი იყოს“,- ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა "საქმის კურსში" სახელმწიფო კომპანიების ზარალიანობაზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატი საწარმოების ზარალიანობას "ქართული ოცნების“ არაეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკასაც აბრალებს.

„სახელმწიფო საწარმოები პარტაქტივის დასაქმების საუკეთესო წყარო აღმოჩნდა“, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო, შეიძლება, მთავრობას არც აქვს სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის ინტერესი.

კიდევ ერთი მიზეზი, რასაც ჭიაბერაშვილი სახელმწიფო კომპანიების ზარალიანობას უკავშირებს, კორუფციაა; დეპუტატს კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებია, მაგრამ ამ ჭრილში ახსენა "საქართველოს რკინიგზა", რომელიც ასევე ზარალიანია.

"საქართველოს რკინიგზაში" ტვირთების შემცირება, არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ნავთობის მილსადენებში გადანაცვლებით, აქ კორუფციის საკითხიც საგულისხმოა", - თქვა დეპუტატმა და ახსენა "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რომლის სახელიც რკინიგზის თემებში ხშირად ფიგურირებს.

"საქმის კურსში" სტუმრობისას ზურაბ ჭიაბერაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 2012 წლის ბოლოდან "ქართულმა ოცნების" მიერ შეჩერებულმა პროექტებმა, მაგალითად, თბილისის შემოვლითმა რკინიგზამ, ნეგატიური გავლენა იქონია სახელმწიფო კომპანიების საქმიანობაზე.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მლნ ლარის ზარალით დაასრულეს.