სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს, ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი, შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო გვენეტაძე შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ უწყების ხელმძღვანელებმა და მოვალეობის შემსრულებელმა ამგვარი შეხვედრების მიზნობრიობასა და იმ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც დარგთან ერთად განიხილეს.
„ჩვენი მიზანია კერძო სექტორთან ერთობლივად ყველა არსებული გამოწვევის იდენტიფიცირება, რომელიც შეიძლება აფერხებდეს ტურიზმის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ერთად აქტიური კომუნიკაციით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების მოძებნა. ჩვენ ერთობლივად განვიხილეთ არამხოლოდ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული, არამედ ზოგადად სფეროში არსებული გამოწვევები, რომელთა გადაჭრა მოკლე ვადაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
„დღეს გაიმართა შეხვედრა კერძო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება შრომის უსაფრთხოებასა და შრომის უფლებებს. ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაში შედის შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია უფლებების რეალიზება ხდებოდეს, როგორც დამსაქმებლისთვის, ასევე დასაქმებულისთვის და საჭირო ცოდნა, გამოწვევები ჩვენი მხრიდან იქნება ადეკვატურად მიღებული და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
კერძო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით კი შეხვედრაზე კონკრეტული გეგმები დაისახა. დარგის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათ მიერ წარდგენილი საკითხები დროულად გადაწყდება.
„ჩვენ წარმოვადგენთ რესტორატორთა ასოციაციას, დღეს შედგა „ჰორეკა“ სექტორის კომუნიკაცია სახელმწიფო სამსახურებთან, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, დღევანდელი მდგომარეობა, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თემები. ჩვენ ვაპირებთ აქტიურ თანამშრომლობას. პრობლემა როგორც კი წარმოიშობა ჩვენ ვუკავშირდებით და გვარდება საკითხები ეს არის რეალობა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ასევე შრომის ინსპექციასთან. დღეს სექტორში წინსვლა გვაქვს, სფერო მზარდია“,-აცხადებს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, რაც უფრო ხშირად იქნება უფრო კარგია. ჩვენი სათქმელი მიგვაქვს ყველასთან და ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ბიზნესის კიდევ უფრო დაახლოებას და განვითარებას. მთავარია ჩვენ დროულად მივიტანოთ პრობლემური საკითხები და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხები დროულად გადაწყდება“, -აცხადებს სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი