დღეს, საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია გამართა. როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ სააგენტოში არსებული სტატისტიკა მოწვეულ სტუმრებს გააცნო. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ ვრცლად ისაუბრა საინვესტიციო პროცესებზე, ხოლო საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო ონლაინ ჩაერთო.
ასევე, დოკუმენტი შეაფასა ეროვნული ბანკის კაპიტალის ბაზრის დეპარტამენტის უფროსმა სალომე სხირტლაძემ.
"საქართველოს ეროვნული ბანკი არის საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ზედამხედველი, რაც შეეხება თავად საინვესტიციო დოკუმენტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ის განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის სტრატეგიას და აწესებს შეზღუდვებს თუ ლიმიტებს, რომელიც უკავშირდება საინვესტიციო საქმიანობას. ჩვენ დეტალურად შევაფასეთ ეს დოკუმენტი და აქტიურად ვიყავით ჩართული მისი შემუშავების პროცესში, ჩვენი შეფასება არის დადებითი, ვფიქრობთ, რომ დოკუმენტი სრულიად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ასევე ითვალისწინებს კარგ საერთაშორისო პრაქტიკასაც.
ეროვნული ბანკის როლი არის საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობა, რაც გულისხმობს, იმას, რომ ეროვნული ბანკი გაუწევს მონიტორინგს/ზედამხედველობას საპენსიო საინვესტიციო საქმიანობას, იმას თუ რამდენად შეესაბამება ეს საქმიანობა საინვესტიციო პოლიტიკით განსაზღვრულ მითითებებს, რამდენად აკმაყოფილებს ეს საქმიანობა დადგენილ რისკების ლიმიტებს, ეს იქნება ძირითადად ჩვენი შეფასების მთავარი ამოცანა. თუ როგორ იქნება თანხა დაცული და რა იქნება პორტფელის მომგებიანობა, ეს დიდწილად დამოკიდებულია თვითონ დოკუმენტის საინვესტიციო სტრატეგიაზე, თუ როგორ მოხდება ამ თანხების ინვესტირება პორტფელების მიხედვით. საინვესტიციო სამსახურის მთავარი მიზანია, 95% ალბათობით უზრუნველყონ დადებითი ამონაგები ამ პორტფელიდან", - აცხადებს სალომე სხირტლაძე.
თავის მხრივ, საპენსიო სააგენტოში ამბობენ, რომ მათი მიზანია, შეინარჩუნოს დაბალრისკიანი პორტფელი და ამავდროულად მიიღოს რაც შეიძლება მაღალი რეალური ამონაგები. "არსებული საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ, მას უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ს შეადგენს, რაც მიმდინარე ინფლაციას 2.3-ჯერ აღემატება", - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის