მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა საფინანსო სექტორთან ვიდეოკონფერენცია გამართა

5ee8d53a45fc9
ვიქტორია მღებრიშვილი
16.06.20 18:48
623
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი უახლოეს დღეებში მისი გამოქვეყნება დააანონსა - ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

მარეგულირებლის ცნობით, კობა გვენეტაძე ვიდეოკონფერენციის ფორმატში საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

„შეხვედრაზე საუბარი COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ საკითხებს, საკრედიტო ხარისხისა და სესხების შესაძლო დანაკარგების შეფასებას და კომერციული ბანკების მიერ სტრეს ტესტების ჩატარებასა და შედეგების ეროვნულ ბანკთან წარდგენას შეეხო.

ვიდეოკონფერენციის დროს კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები გააცნო და უახლოეს დღეებში მისი გამოქვეყნება დააანონსა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.