მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სემეკის მიერ ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს მთავრობა დაასუბსიდირებს - გახარია

5fead75da8c16
ინგა მურუსიძე
29.12.20 11:13
1075
ელექტროენერგიის ტარიფის გაზდას აქვს ობიექტური დასაბუთება და ახსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გახარიამ განცხადება გააკეთა სემეკის სხდომის პარალელურად, სადაც თელასის და ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებისთვის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფების გაზრდას განიხილავენ.

„მიმდინარეობს ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა, რომლის შედეგადაც, როგორ მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოგადოება, ყველანი ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი. ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რომლის შედეგადაც ტარიფი არ გადახედილა. ყველას გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე, თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ახალი გამოწვევაა და ხელისუფლებამ მას შესაბამისად უნდა უპასუხოს.

„არ ვიცით რამდენით გაიზრდება ტარიფი, თუმცა ვისმჯელეთ გუნდშიც და პარლამენტთანაც და გადაწყდა, რომ 2021 წლის განმავლობაში მოქალაქეები საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას ვერ იგრძნობენ. ეს ნიშნავს, რომ მთავრობა სრულად დაასუბსიდირებს ცვლილებას 300 კილოვატსაათამდე მოხმარებისთვის. საქართველოში სულ არის მილიონ 700 ათასი აბონენტი. აქედან მილიონ 600 ათასი მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების ოჯახების 95%-ისთვის გადსასახადი სრულად იქნება სუბსიდირებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, სოციალურად დაუცველების შემთხვევაში წყლის გაზრდილი ტარიფიც დასუბსიდირდება.