მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან სასტუმროს დახურვა მოგვიწევს - „ვუდენ ყაზბეგი“

5f33e29aba38c
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.20 09:40
1550
„სექტემბრიდან სასტუმროს დახურვა მოგვიწევს“ - განუცხადა BM.GE-ის ყაზბეგში მდებარე სასტუმრო „ვუდენ ყაზბეგის“ ხელმძღვანელმა და მფლობელმა სოფიო დვალიშვილმა.

სასტუმროს მეპატრონის თქმით, 11-ნომრიანი სასტუმრო მხოლოდ შაბათ-კვირას მუშაობს და ისიც მაქსიმუმ 2 ნომერი იტვირთება.

"პანდემიამდე ძირითადად უცხოელებზე ვმუშაობდით და ქართველების შემთხვევაში დიდი აქტივობა არ არის“, - ამბობს „ვუდენ ყაზბეგის“ მფლბელი.

სოფიო დვალიშვილის თქმით, სასტუმროში განთავების ღირებულება ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მომართვიანობა მაინც დაბალია.

„უცხოელებზე ვებგვერდ booking-ით ვყიდდით ნომრებს და განთავსების ღირებულება 300 ლარიდან იწყებოდა, ახლა კი hotsale-ით ნომერს 2 კაცზე 100 ლარად ვყიდით“, - აღნიშნა მან.

სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ დიდი მოლოდინები არ აქვთ და შესაძლოა, შემოდგომიდან სასტუმროს დახურვა მოუწიოთ.

„უცხოელების ჯავშნები გაუქმებულია და არც ახალი ჯავშნები არ კეთდება.

ადგილობრივების მხრიდან კი თვის განმავლობაში 800 ლარამდე შემოსავალი გვაქვს, მეტი არა. 2 ადამიანი გვყვავდა დასაქმებული, რომელიც ამ დროისთვის დათხოვნილი გვყვავს, რადგან ამ დატვირთვას ჩვენც გავუმკლავდებით.

სექტემბრიდან, სავარაუდოდ დავხურავთ სასტუმროს, რადგან გათბობის გადასახადსაც ვერ გადავიხდით ამ შემოსავლით.

ვფიქრობდით, რომ აგვისტოს 2-3 კვირა მაინც ვიმუშავებდით და ახლა რაც ყაზბეგში ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა, შეიძლება საერთოდ არ ჩამოვიდნენ ჩვენთან ადგილობრივი დამსვენებლები“, - უთხრა BM.GE-ის სოფიო დვალიშვილმა.