მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სექტორი 2021 წლის ტურისტულ სეზონს კადრების გარეშე დახვდა“ - ლაშა ბერეკაშვილი

61349b0a0ada1
თათია კაკიაშვილი
05.09.21 20:44
660
„ვხედავთ, დღესდღეობით ქვეყანაში როგორი ეპიდსიტუაციაა, თუმცა ტურიზმი მაინც მუშაობს და ეს ძალიან კარგია. შარშანაც შეგვეძლო, ეს გაგვეკეთებინა“, - ამის შესახებ BM.GE-ს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

ბერეკაშვილის თქმით, ამის შედეგი ისაა, რომ „სექტორიდან კადრების გადინება მოხდა იმიტომ, რომ ლოქდაუნების პერიოდში ადამიანები უსახსროდ დარჩნენ, საკმაოდ დიდი ვალდებულებების წინაშე და ხშირ შემთხვევაში მათ მინიმუმ პროფესიის, მაქსიმუმ ქვეყნის დატოვება მოუწიათ“.

„ეს ეხება კვების სექტორს, გიდებს, სასტუმროების მენეჯმენტს და ა.შ. ანუ სექტორი 2021 წლის ტურისტულ სეზონს კადრების გარეშე დახვდა. მნიშვნელოვანი პროფესიული კადრების ნაწილი ქვეყანაში აღარ იყო, ნაწილმა კი თავის დამკვიდრება სხვა პროფესიებში მოახერხა. ჩვენ ახალ ტურისტულ სეზონს კვალიფიციური კადრებით ვერ შევხვდით“, - განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.