მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell-მა ნახშირორჟანგის ემისია 2030 წლამდე 45%-ით უნდა შეამციროს

60afaa740a17e
ნათია თაქთაქიშვილი
27.05.21 20:20
696
დანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნავთობგიგანტმა Shell-მა ნახშირორჟანგის ემისია 2030 წლამდე 45%-ით უნდა შეამციროს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ სასამართლოში საქმე Shell-ის წინააღმდეგ 2019 წელს აღიძრა. კერძოდ Earth and Greenpeace-ის აქტივისტების განცხადებით, Shell-ი „პარიზის შეთანხმებას“ არღვევდა, რადგან გარემოს დაბინძურებაში აქტიურად მონაწილეობდა.

თავად კომპანიის განცხადებით, Shell-ი 2050 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიის შემცირებას მინიმუმადე გეგმავს და სწორედ ამიტომ აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

„კომპანია მილიარდობით დოლარს აბანდებს ნახშირორჟანგის შესამცირებლად, ასევე Shell-ს ისედაც ჰქონდა გეგმა 2035 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისია 45%-ით შეემცირებინა“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო ნავთობპროდუქტებზე შემცირებული მოთხოვნის გამო, Shell-ის აქციებზე ფასები 2020-ში 40%-ით დაეცა, ხოლო ამჟამად გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ითაა მომატებული.