მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირდება თუ არა კარანტინის ვადა 8 დღემდე? - მარინა ეზუგბაია

5f55e49c16cc0
ინგა მურუსიძე
07.09.20 11:55
2497
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია განცხადებით, სავარაუდოდ, საქართველოში არსებულ საკარანტინე სივრცეებში გამოვლენილი შემთხვევებს შეისწავლიან რათა დადგინდეს, უნდა შემცირდეს თუ არა ვადები.

როგორც ეზუგბაიამ თქვა, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი არ შემცირებულა, თუმცა საშუალოდ ვირუსი მე-8 დღეს ვლინდება.

„პაციენტები კარანტინში იმყოფებოდნენ 12-14 დღის განმავლობაში და მე-13 დღეს კეთდებოდა ხოლმე ანალიზი, თორემ შეიძლებოდა, რომ დაავადება უფრო ადრე, მე-8 დღეს გამოვლენილიყო. უბრალოდ, ინკუბაციური პერიოდის რაოდენობა არის 1-დან 14-მდე დღე. ყველაზე მეტი რაოდენობით კოვიდი 6-8 დღეში ვლინდება და ამიტომ არის გათვლილი, რომ მე-8 დღე არის ის ვადა, როცა დაავადება უნდა გამოვლინდეს. ამაზე მუშაობა მიდის, ალბათ გაკეთდება ანალიზი, ამ საკარანტინე სივრცეებში ვის, როდის, რამდენი ჩაუტარდა და შედეგების მიხედვით გადაწყდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.