მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის თხევადი გაზი გაძვირდეს

5ee0fd5ddc49d
თელარა გელანტია
10.06.20 19:40
1270
შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის თხევადი გაზი გაძვირდეს.

საქმე იმაშია, რომ პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომელიც თხევად გაზზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს.

კერძოდ, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, თხევადი აირი, ეთილენი, პროპილენი და კიდევ რამდენიმე ტიპის აირი, 300 ლარით დაიბეგრება. აქციზის გადახდა იმპორტის განხორციელებისთანავე მოხდება.

ცნობისთვის: დღეისათვის, საქართველოში თხევადი გაზის იმპორტი ორი კოდით ხორციელდება: კოდი 2711 (ნავთობის აირები და აირისებრი ნახაშირწყალბადი) - 1 ტონა თხევადი გაზის მოცულობა 2 000 ლიტრს შეადგენს და კოდი - 2901 (ნახშირწყალბადები აციკლური) კოდის ქვეშ - 1 700 ლიტრს. პირველის აქციზის გადასახადი არის - 0 ლარი, ხოლო მეორესი - 300 ლარი ტონაზე.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტების იმპორტის მანკიერ პრაქტიკას აღმოფხვრის და პარლალელურად საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება.

„ამ გათვლებით, იმიტომ რომ დღეს კონკურენტუნარიანი გარემო არ არსებობს და ცალსახად თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მოგებებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზი კონკურენციაში ვერ შედის, მაქსიმუმ შეიძლება მოხდეს ფასის ზრდა 8 თეთრით გაზრდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღევანდელი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ეს ღირებულება კონკურენციამ შთანთქას“, - განაცხადა კანონ-პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა სულხან მახათაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მერაბ ქვარაიას იმ კითხვის პასუხად, რომელიც აქციზის შემოღების შემთხვევაში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის თხევადი გაზის შესაძლო გაძვირებას შეეხებოდა.

რაც შეეხება იმას, როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, რომელიც თხევად გაზს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებდა, სულხან მახათაძის მტკიცებით, ეკონომიკის სამინისტროსგან დოკუმენტის ინიციატორებს აქვთ პასუხი, რომ თუ განხორციელებული ცვლილებების შედეგად საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის თხევადი გაზი გაძვირდა, ფასს მთავრობა დაასუბსიდირებს, თუმცა - რა სქემით, არ დაუკონკრეტებია.

„ეკონომიკის სამინისტროსგან გვაქვს ოფიციალური თანხმობა, რომ თუ ეს ცვლილებები გამოიწვევს საყოფაცხოვრებო მიმართულებით გაზის გაძვირებას, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში და ფაქტობრივად, მოსახლეობა ამ ცვლილებებს ვერ იგრძნობს“, - აღნიშნა მან.