მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, საფრანგეთში მორიგი „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს

600ebba04a8fa
ნათია თაქთაქიშვილი
25.01.21 17:45
667
საფრანგეთის მთავრობის სამედიცინო მრჩეველი ქვეყანაში ახალი „ლოქდაუნის“ აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, პროფესორი ჟან-ფრანსუა დელფრესი საფრანგეთის მთავრობას „მესამე ლოქდაუნის“ დაწესებას ურჩევს, რაც გასულ კვირაში პანდემიის კუთხით გამოვლენილ კრიტიკულ მდგომარეობას უკავშირდება.

სამედიცინო მრჩეველი კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში აღმოაჩინეს, ახლა საფრანგეთის ზოგიერთ რეგიონში შემთხვევათა შვიდ-ცხრა პროცენტს შეადგენს და მისი შეჩერება ძნელი იქნება.

„თუ რეგულაციებს არ გავამკაცრებთ, მარტის შუა რიცხვებიდან უკიდურესად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა პროფესორმა დელფრესიმ.

საფრანგეთის მთავრობა ახალი რეგულაციების საჭიროებაზე 27 იანვარს იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მთავრობას ორი მკაცრი „ლოქდაუნი“ 2020 წელს უკვე ჰქონდა გამოცხადებული. პირველი „ლოქდაუნი“ მარტიდან მაისამდე გაგრძელდა, ხოლო მეორე - ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე.