მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, შემოდგომიდან საქართველოში 16-17 წლის მოზარდებიც აცრან

60d5bc1e79e21
ინგა მურუსიძე
25.06.21 15:42
946
შემოდგომიდან, შესაძლოა, საქართველოში 16-17 წლის მოზარდებიც აცრან. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა, საქართველო გეგმავს, რომ შესაბამისი ინიციატივით მიმართოს ვაქცინაციის სამეცნიერო კომიტეტს.

„როგორც უკვე ვიცით, ზოგიერთმა ქვეყანამ 16-17 წლის მოზარდების აცრა დაიწყო „ფაიზერის“ ვაქცინით, ხოლო ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, კანადა, იტალია და ა.შ. უკვე 12-15 წლის მოზარდებსაც ცრის. ჩვენ ვაპირებთ, რომ „ნიტაგის“ სამეცნიერო საბჭოს წინაშე წარვსდგეთ ინიციატივით და 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ ვაქცინაციის კამპანიაში. დიდი იმედი გვაქვს, გვექნება საკმაო დოზები „ფაიზერის“ და შესაძლებელია, შემოდგომიდან ვიფიქროთ ამაზეც“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ამ საკითხში ჯანმო-ს რეკომენდაციებს დაეყრდნობა.