საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველომ უკრაინას, პოლიტიკურ დონეზე მხარი ყველა ფორმატში დაუჭირა, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას კი არ გეგმავს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აჭარაში ვიზიტისას ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ დასავლეთის სანქციებთან შეერთების შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეეხებოდა.
„პირველივე დღეს, შემდეგაც, დღესაც და ხვალაც მე ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და ხალხისთვის არის მისაღები მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ. მინდა, რომ ჩემი ეს სიტყვა მკაფიოდ იყოს გაგებული.
ჩვენ პოლიტიკურ დონეზე უკრაინას, ყველა ფორმატში, იქნებოდა ეს გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, ეუთოს ფორმატი - ყველგან დავუჭირეთ მხარი. ვიყავით თანაორგანიზატორები, თანასპონსორები თუ უბრალოდ მხარდამჭერები უკრაინის რეზოლუციების მიმართ. შევუერთდით ყველა პოლიტიკურ გზავნილს და რეზოლუციას. ამით ჩვენმა ქვეყანამ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელების მიმართ.
რაც შეეხება სანქციებს, ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ამ განცხადებით მე და ჩემი გუნდი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობთ. ჩვენი ქვეყანა დღეს ოკუპირებულია და მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ ჩვენი ხალხის მიმართ. 20% ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებულია და ჩვენ 30 წლის განმავლობაში 3 ომი გადავიტანეთ. ამ ომში ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა და ათი ათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში. ეს უნდა შეჩერდეს და წინდაუხედაობა აღარ უნდა გამოვიჩინოთ. ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული და დაფუძნებული. მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ომი არავის სჭირდება და მის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერ პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი - ომი საკუთარ ქვეყანას და ხალხს აარიდოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ის ეთერში უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ყველა საერთაშორისო რეზულუციას შეუერთდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ