მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენებზე ტენდერი მალე გამოცხადდება - ქარქაშაძე

63d9297f9ee30
მარიამ ვარადაშვილი
31.01.23 20:34
577
საქართველოს აეროპორტების განვითარების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ შიდა ფრენების შესრულებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

“ძალიან მალე არსებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის და ახალ ტენდერს გამოვაცხადებთ. დარწმუნებული ვარ, კომპანია, რომელიც გაიმარჯვებს მომხმარებელს კიდევ უფრო უკეთესს და კვალიფიციურ სერვისს შესთავაზებს. მაქსიმალურად ვადევნებთ თვალს ბაზარზე მოთხოვნად და ვცდილობთ სრულად დავაკმაყოფილოთ როგორც ფრენების, ასევე ბილეთების მიმართულებით და ბაზარზე დეფიციტი არ გვქონდეს”,-აცხადებს ქარქაშაძე.

ბოლო წლებია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს AK-Air Georgia იგებს, რომელიც ქვეყნის შიდა აეროპორტებიდან ფრენებს ასრულებს. ეს ფრენები მთავრობის მიერ სუბსიდირებულია, რასაც სახელმწიფო შიდა ტურიზმის სტიმულირების აუცილებლობით ხსნის.