BMG შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძეს სავაჭრო ობიექტებში არასასურსათო პროდუქტებით ვაჭრობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ესაუბრა. დღის განმავლობაში სუპერმარკეტები მიუთითებენ, რომ მათ სწორედ შრომის ინსპექციის წარმომადგენლების მითითებების შემდეგ შეაჩერეს არასასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა.
ბექა ფერაძე კი აცხადებს, რომ კონკრეტული სუპერმარკეტების და მაღაზიების შესახებ ვერ ისაუბრებს, თუმცა შეუძლია თქვას, რომ სამართლიანი პირობების შესაქმნელად, მაღაზიებს ეზღუდებათ იმ საქონლის რეალიზაცია, რომლებიც სპეციალიზირებული მაღაზიების მიერ იყიდებოდა. ამის მაგალითად კი, ტანსაცმლით და ელქტროტექნიკით ვაჭრობას ასახელებს.
"როგორც ჩანს, არასწორი ინტერპრეტაციაა, ბუნებრივია, რომ აკრძალვა არ არის ამასთან დაკავშირებით. თუ ვინმე მსხვილი ტექნიკით ვაჭრობს - ნებისმიერი მაღაზია შეიძლება იყოს ეს და იყიდება ტელევიზორი ან ნებისმიერი პროდუქტი, რაც სხვა ტიპის ობიექტის, მაგალითად, "ელიტ ელექტრონიქსის" თუ სხვა კომპანიის შემთხვევაში აკრძალულია, თანაბარი პირობები რომ იყოს, ამას ემსახურება ეს. მხოლოდ და მხოლოდ მსხვილ ტექნიკაზე არის საუბარი. აქ არ არის საუბარი სხვა ნებისმიერ პროდუქტზე, რაც მასმედიაში გავრცელდა.
კიდევ ერთხელ განვმარტავ - მსხვილი ტექნიკა, პირობითად ავიღოთ, ასევე, ტანსაცმელი ანუ ის, რაც შეზღუდული არის სხვა ტანსაცმლის მაღაზიებსა და მოლებში, რასაკვირველია, რომ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, რომლებიც დღეს მუშაობენ, არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ ეს არ ეხება, ბუნებრივია, საახალწლო სათამაშოსა და მსგავს წვრილმანს.
კონკრეტული მიდგომები მე გითხარით, თუ რა შემთხვევაში გავეცით ჩვენ ესეთი მითითებები. ბუნებრივია, ეს არ ეხება წვრილმანს. მე არ ვიცი, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რა კონკრეტულ ქეისზე დაყრდნობით საუბრობთ.
თუ მაგალითად ტექნიკით ვაჭრობა შეზღუდული არის, ნებისმიერი ქსელის ობიექტზე, რომლის პროფილიც ტექნიკით ვაჭრობაა, ეს უნდა იყოს ყველგან შეზღუდული, რათა იყოს თანაბარი მიდგომა," - ამბობს ბექა ფერაძე.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბექა ფერაძე ინტერვიუში ასახელებს "მსხვილ ტექნიკას" და "წვრილმან პროდუქციას", თუმცა თავად მთავრობის 26 ნოემბრის დადგენილება მსგავს განსაზღვრებას არ ითვალისწინებს. დადგენილების თანახმად, მაღაზიებს აეკრძალათ გაყიდონ ის პროდუქცია, რაც არც სურსათის და არც პირადი ჰიგიენის კატეგორიას არ მიეკუთვნება. ეს აკრძალვა ქვეყნის 10 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.
იურისტების შეფასებით, მთავრობის დადგენილება საკმაოდ ბუნდოვანია და ის ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. ასევე, მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, თუ რისი რეალიზაცია ეკრძალებათ და რა საქონლის რეალიზაცია არ ეკრძალებათ მაღაზიებს.
მთავრობის დადგენილების მიხედვით, შემდეგი აკრძალვები არის დაწესებული:
"ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთში, ქ. თელავში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში ნებისმიერი საქონლის/პროდუქტის როგორც საცალო, ისე საბითუმო რეალიზება ხორციელდება დისტანციურად, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე. ეს შეზღუდვა არ ეხება:
ა) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების რეალიზაციას;
ბ) ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;
გ) სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;
დ) პრესის ჯიხურებს.“
შეგახსენებთ: სუპერმარკეტების ადმინისტრაციები დღე დილიდან ცდილობენ გაარკვიონ, რა საქონლის რეალიზაციის უფლება შეუზღუდა მათ საქართველოს მთავრობამ. დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისების სიაში, ჯერჯერობით, არც თამბაქოს ნაწარმი არ წერია, რის გამოც, ზოგიერთმა სუპერმარკეტმა დროებით თამბაქოს ნაწარმის რეალიზებაც შეაჩერა, თუმცა დღის მეორე ნახევარში bm.ge-ის განუცხადეს, რომ ინსპექციამ თამბაქოს ნაწარმოს გაყიდვის უფლება მისცა.
დღეს გავრცელდა მაღაზიათა ქსელ “სუფთა სახლში” გადაღებული ფოტო, რომელიც მომხმარებლებს საახალწლო სათამაშოების რეალიზაციის დროებით შეჩერების შესახებ ატყობინებს, თუმცა მხოლოდ საახალწლო საქონელი არ არის იმ კატეგორიის პროდუქცია, რომელიც არც სურსათს და არც პირადი ჰიგიენის საგნებს არ მიეკუთვნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა