ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა BMGTV-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, EBRD კი განსაკუთრებით პრიორიტეტულად „შუა დერეფნის“, ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებების განვითარებას მიიჩნევს.
„მესამე წელია, რაც კრიზისში ვართ და გაურკვევლობაც მაღალია. ბევრი ინვესტორი თავს იკავებს და ეს გასაგებია, მაგრამ არის შესაძლებლობებიც: მაგალითად, დიდ ინტერესს ვხედავთ „შუა დერეფანთან“ მიმართებით. საქართველოს შეუძლია ფოკუსირდეს ამ შესაძლებლობის ათვისებაზე და მოახდინოს საჭირო ინვესტირება იმ მიმართულებით, რომ "შუა დერეფანი" გახდეს რაც შეიძლება ადვილად გამტარი აზიიდან ევროპისკენ. ეს ის შესაძლებლობაა, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად ეფექტიანად. ჩვენ ვხედავთ ინვესტორების ინტერესს როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთიდან და ამაზე კაპიტალიზება საქართველომ უნდა შეძლოს“, - განაცხადა ჰანსენმა.
EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა ასევე ისაუბრა ენერგოუსაფრთხოებისა და დივერსიფიცირების საკითხზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ფოკუსირება უაღრესად მნიშვნელოვანია. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა სასურსათო უსაფრთხოების საკითხს და განაცხადა, რომ ამ საკითხთან მიმართებითაც მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.
„კიდევ ერთი რამ, რაც ასევე მნიშვნელოვანია – ეს ენერგოუსაფრთხოებაა. აქაც საქართველოს შეუძლია გამოიყენოს ეს შესაძლებლობა და მოახდინოს განახლებადი ენერგიების დივერსიფიცირება და ამით კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს ენერგოდამოუკიდებლობა. ამაზე ფოკუსირება ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ნაწილშიც ჩვენ ვხედავთ, როგორ ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების ინტერესს, თუმცა საჭიროა მუშაობა, რომ ეს შესაძლებლობები უნდა რეალიზდეს უფრო მალე, ვიდრე - გვიან.
მესამე მიმართულება, სადაც ალბათ ასევე არ ღირს დაგვიანება, სასურსათო უსაფრთხოებაა. COVID-19-მა დაგვანახა, რომ როდესაც მიწოდების ჯაჭვები დაირღვა, ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტის გარკვეული ნაწილი ჩაანაცვლა, თუმცა ამ მიმართულებითაც მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. ამდენად, ამ ძალიან რთულ და უპრეცედენტო სიტუაციასაც აქვს თავისი შესაძლებლობები“, - დასძინა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო