მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთი covid-19-ისგან მოხუცების დასაცავად $200 მილიონს გამოყოფს

5eba6c3826e69
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.20 14:02
1148
მას შემდეგ, რაც მოხუცთა თავშესაფრებში, covid-ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები დრამატულად გაიზარდა, შვედეთის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიის ცვლილებას განიხილავს. ამის შესახებ ინფრომაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლოფენი 220 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას გეგმავს ქვეყნის ხანდაზმული მოსახლეობის დასაცავად. შვედეთი, ასევე, აპირებს დამატებით გამოყოს, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარი (2 მილიარდი კრონი) მთავრობის ხარჯების კომპენსაციისთვის, რაც COVID-19-თან ბრძოლით არის განპირობებული.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შვედეთში ხანდაზმული მოსახლეობა ყველაზე მეტად დაზარალდა, ვიდრე სადმე სხვაგან და მთავრობის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ბევრი ფატალური შემთხვევის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი, თუკი სახელმწიფო ყველაზე მოწყვლად კატეგორიას მეტ ყურადრებას დაუთმობდა. გარდაცვლილი ხანდაზმულების ნახევარზე მეტი კი, მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ შვედეთის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია საერთაშორისო დებატების საგანი გახდა, რადგან ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა არ გამოაცხადა და სპორტული დარბაზები, სკოლები, რესტორნები და მაღაზიები ღია დატოვა.

შვედეთის წამყვანი ეპიდემიოლოგის ანდერს ტეგნელის განცხადებით, მსგავსი საგანგებო მდგომარეობა პრობლემის დროებითი გადაჭრაა, რადგან COVID-19-თან ბრძოლას უფრო ხანგრძლივი სტრატეგია სჭირდება.

12 მაისის მდგომარეობით, შვედეთში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 26,670 დადასტურებული შემთხვევა იქნა გამოვლენილი; გარდაიცვალა 3,256 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 4,971 ინფიცირებული.