მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთის წევრობა, უსაფრთხოების ახალი განარტიები უკრაინისთვის - ვილნიუსში NATO-ს სამიტი დაიწყო

64ad06fcd50dc
მარიამ ვარადაშვილი
11.07.23 11:44
469
დღეს ვილნიუსში NATO-ს სამიტი დაიწყო, რომელიც ორი დღე გაგრძელდება. მთავარი განსახილველი საკითხები შვედეთის ალიანსში გაწევრიანება და უკრაინის უსაფრთხოების ახალი გარანტიები იქნება.

ცნობილია, რომ სამიტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლორიმირ ზელენსკიც დაესწრება. როგორც მოსალოდნელია, ვილნიუსის სამიტზე უკრაინა გაწევრიანების შეთავაზებას ვერ მიიღებს. სანაცვლოდ კი კიევისთვის უსაფრთხოების ახალი გარანტიებს მიიღების საკითხზე იქნება მსჯელობა იმისთვის, რომ რუსეთის მოსალოდნელი აგრესია შეაჩეროს.

31 ქვეყნის ლიდერი უკრაინისთვის დამატებით შეიარაღების მიწოდების საკითხზე იმსჯელებს. ასევე, სამიტის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების გზაზე MAP-ის ვალდებულება მოეხსნება.

გაწევრიანების სამოქმედო გეგმა [Membership Action Plan - MAP] 1999 წლის ვაშინგტონის სამიტზე შეიმუშავეს, რომელიც ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შესაძლო წევრობისათვის მომზადებაში ეხმარება. ის არის დროში გაწერილი რეფორმების გეგმა, რომელთა შესრულების შემთხვევაში და ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილებით ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება.

ვილნიუსში უკვე ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც აეროპორტში ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დახვდა. საქართველოდან NATO-ს სამიტში მონაწილეობას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს.

გუშინ გვიან ღამით ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთი NATO-ში შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი დათანხმდა, თავისი ქვეყნის პარლამენტს დასამტკიცებლად გადასცეს შვედეთის განცხადება ალიანსის წევრობაზე. იმის გამო, რომ NATO-ს ახალი წევრის მიღებას ალიანსის 31-ვე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი და დაამტკიცოს შესაბამისი დოკუმენტები ეროვნულ დონეზე, შვედეთის გაწევრიანების საკითხს თურქეთი აქამდე აჭიანურებდა. 

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა, ოქმი შვედეთის გაწევრიანების შესახებ გადასცეს დიდ ეროვნულ კრებას და მჭიდროდ ითანამშრომლოს მასთან, რათა მოხდეს რატიფიკაცია", - დაწერა ნატოს გენერალურმა მდივანმა "ტვიტერზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები