მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარია ქვეყნებისთვის სავალდებულო კარანტინს აწესებს - სიაში საქართველოც მოხვდა

5f807dc372b2c
ნათია თაქთაქიშვილი
09.10.20 19:10
1154
შვეიცარია ქვეყნების ნაწილისთვის სავალდებულო კარანტინს აწესებს. განახლებულ ჩამონათვალში მოხვდა საქართველო, კანადა, ირანი, იორდანია, რუსეთი, სლოვაკეთი და ტუნისი.

აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე აღნიშნული სია დატოვეს ბოლივიამ, დომინიკის რესპუბლიკამ, ნამიბიამ, სურინამმა, ტრინიდადმა და ტობაგომ.

დოკუმენტის მიხედვით, კარანტინის გავლა მოუწევს ყველა იმ პირს, რომელიც სიაში ჩამოთვლილ ქვეყანაში იმყოფებოდა.ვიზიტორებისათვის სავალდებულო კარანტინი შვეიცარიაში შესვლისთანავე ამოქმედდება.

აღსანიშნავია, რომ საკარანტინე პირობები არ შეეხება ტრანზიტულ მგზავრებს, ვინც სიაში ჩამოთვლილ ქვეყნებში 24 საათზე ნაკლები გაატარა.

დოკუმენტის მიხედვით, საკარანტინე მოთხოვისგან არ თავისუფლდება ის პირები, ვისაც კორონავირუსის ტესტზე ნეგატიური პასუხი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები ოფიციალურად ძალაში 12 ოქტომბრიდან შევა.