მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარია რესტორნების შიდა სივრცეების გახსნას 31 მაისიდან აპირებს

609bf6e587c69
ნათია თაქთაქიშვილი
12.05.21 19:37
646
შვეიცარიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქვეყანაში რესტორნების შიდა სივრცეების გახსნას 31 მაისიდან აპირებენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემა შვეიცარიის მთავრობის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. ამასთან, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის რიცხვი და რეანიმაციების დატვირთულობის მაჩვენებელი.

31 მაისიდან, შიდა სივრცეში გამართულ დამსწრე პირთა რაოდენობა 50-დან 100 კაცამდე გაიზრდება, ხოლო გარე წვეულებებზე დასწრება 100-მდე პირის ნაცვლად 300 ადამიანს შეეძლება, თუმცა შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, ღამის კლუბები ისევ დახურული იქნება.

ასევე მოსახლეობა 31 მაისიდან სურვილის შემთხვევაში საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას ოფისებიდან შეძლებს, თუმცა მათ რეგულარულად მოუწევთ კოვიდ-ტესტის გაკეთება.

CNN წერს, რომ მთავრობა საბოლოო გადაწყვეტილებას 26 მაისს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მიიღებს.