მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიამ Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა

5ffed4c0eaf1f
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.21 17:36
840
შვეიცარიის მარეგულირებელმა ორგანომ ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინა დაამტკიცა მას შემდეგ, რაც ევროპის წამლის სააგენტომ პრეპარატის გამოყენების ავტორიზაცია გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, შვეიცარია Moderna-ს ვაქცინის 500,000 დოზას იანვარში მიიღებს და დამატებით კიდევ ერთ მილიონს თებერვლისთვის ელიან.

„ყურადრებით გავეცანით ინფორმაციას პრეპარატის უსაფრთხოებასთან და ეფექტიანობასთან დაკავშირებით; შესაბამისად, მისთვის ავტორიზაციის მინიჭების გადაწყვეტილება მივიღეთ", - განაცხადა მარეგულირებელმა ორგანომ.

შვეიცარიის მთავრობამ 8.6 მილიონ მოქალაქეს განუცხადა, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, მოსახლეობის სრულად აცრას მომავალი წლის ზაფხულისთვის შეძლებენ.

ცნობისთვის: გასული წლის ბოლოს შვეიცარიამ გამოყენებისთვის დასაშვებად ცნო Pfizer-ის მიერ წარმოებული ვაქცინა.

Reuters-ი წერს, რომ შვეიცარიას, ჯამში, წინასწარ შეკვეთილი აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 15,8 მილიონი დოზა, მათ შორის 5,3 მილიონი - AstraZeneca-სი, რომლის პროდუქცია მედიკამენტების მარეგულირებელ ორგანოს ჯერ არ დაუმტკიცებია.