ამერიკის შეერთებულ შტატებში უმსხვილესი შვეიცარიული საბანკო-საფინანსო ორგანიზაციის, UBS-ის წინააღმდეგ საქმე აღიძრა. როგორც ჩანს, UBS-სა და მის შვილობილ Credit-Suisse-ს ბრალად ედებათ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა და არალეგალური ტრანზაქციების გავრცელება.
ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში UBS-ის აქციების ღირებულება 7.9%-ით დაეცა, რის შემდეგაც საფონდო ბირჟაზე UBS-ის აქციებით ვაჭრობა დროებით შეიზღუდა, რათა პანიკა არ გამწვავებულიყო.
ზუსტად რა სახის დარღვევებზე იწყება გამოძიება, ეს ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ინდუსტრიის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შვეიცარიული საბანკო გიგანტი ამერიკული სანქციების სამიზნე გახდეს.