მთავრობა შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმებას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გათვლებით, სოციალური შეღავათებით მოსარგებლე 633 ათას მოქალაქეს შორის, 200 ათასი ისეთ ჯგუფს განეკუთვნება, რომელთაც სხვადასხვა სახის შრომით საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ. ხელისუფლების გეგმების მიხედვით, ამ ხალხის ნაწილი საზოგადოებრივ შრომას (მაგალითად, დაცული ტერიტორიების მოვლა-დასუფთავება) დაიწყებს, ნაწილს კი კერძო სექტორი დაასაქმებს.
პრემიერის და მისი გუნდის გეგმების შეფასებისას BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი ამბობს, რომ როგორც მან მთავრობის წევრების განცხადებებიდან აღიქვა, “შესაძლებელია ეს ინიციატივა ითვალისწინებს გარკვეული ტიპის საჯარო სამსახურს, საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობას და სოციალური შემწეობის ნაცვლად, ეს ხალხი ხელფასს მიიღებს”.
“თუ ეს ამ ფორმით განხორციელდება, მივესალმები, თუმცა მეორეა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა - ხელოვნურად არ უნდა შემცირდეს სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვი, არამედ ამ ხალხმა რეალურად უნდა მიიღოს ანაზღაურება და სიდუხჭირეს თავი დააღწიონ”, – მიიჩნევს ლალაზაშვილი.
კითხვაზე - ეს პროგრამა გახდება თუ არა ხალხისთვის სიღარიბისგან თავის დაღწევის საწინდარი და გრძელვადიან პერიოდში რა შედეგებს მოიტანს შრომის ბაზარზე, ლალაზაშვილი აღნიშნავს, რომ სიღარიბის დაძლევა უფრო კომპლექსური საკითხია.
“მე არ ვუყურებ ამას, როგორც გრძელვადიან პროგრამას, რადგან სიღარიბის დაძლევა კომპლექსური თემაა და ეს შეიძლება, ამ დიდი გეგმის მცირე ფრაგმენტი იყოს. სიღარიბის დაძლევას ისეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, მაგალითად, როგორიც ჰესები იყო, რაც შეჩერებულია. გრძელვადიანად რომ წარმოვიდგინოთ სიღარიბის დაძლევა, ეს მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორის გაძლიერებით არის შესაძლებელი - არა სახელმწიფო, არამედ კერძო სექტორმა უნდა დაასაქმოს ეს ხალხი და მისცეს ანაზღაურება. კერძო სექტორის განვითარებისთვის კი ბევრი რამ არის საჭირო ჩვენს ქვეყანაში - ძალიან მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი გარემო, სადაც სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება ყველა ბიზნესმენისთვის, ინვესტორისთვის რეალურად ხელშემწყობი გარემო იქნება, როცა მათ ვიღაცის ლოდინზე, ან რაღაც გადაწყვეტილებების მიღებაზე წლები არ დასჭირდებათ და ა.შ. ამისთვის ბევრი პარამეტრია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ენერგეტიკის განვითარება, არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რათა შემდგომ ერთი თაობით, ერთი ნაბიჯით წინ წავიდეთ. სიღარიბიდან რეალური ამოსვლა მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ჩვენ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე გავაორმაგებთ, დოლარში გამოხატულს ვგულისხმობ, როცა ჩვენ მივუახლოვდებით თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებს. ამიტომ სიღარიბის დაძლევა სწრაფად და ერთი ინიციატივით ვერ წარმომიდგენია”, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
რაც შეეხება კერძო სექტორის მზაობას, სოციალურად დაუცველთა რიგებიდან თანამშრომლები სხვადასხვა პოზიციაზე, თუნდაც გადამზადების შემდეგ მიიღოს, BDO-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ბიზნესის ამა თუ იმ სფეროში მართლაც არის პროფესიონალი კადრების დეფიციტი, მათ შორის აუდიტისა და ბიზნესკონსულტაციების მიმართულებით, თუმცა ეს გამოწვევა უფრო ფუნდამენტურ მიდგომებს საჭიროებს.
"რაც შეეხება კერძო სექტორს, ჩვენს სფეროში და ყველა სფეროში, რაც დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება ხელმისაწვდომობა ხარისხიან, საჭირო რაოდენობის თანამშრომლებზე, მაგრამ ფუნდამენტური პრობლემაა, რაც უკვე წლების განმავლობაში გვაქვს. დღეს არ არის ისეთი განათლების სისტემა - სკოლიდან დაწყებული, უმაღლეს სასწავლებლებამდე, რომ საკმარისი რაოდენობის უნარიანი კადრები მოამზადოს, რომლებიც კონკურენტუნარიანი პირობებით მუშაობას დაიწყებენ. ასეთი ხალხი, თანდათან უფრო ნაკლები მოდის შრომით ბაზარზე. ამიტომ ეს პროგრამა უფრო სოციალური შემწეობის მიმღებთა საჭიროებაზეა, როგორც აღვიქვი, თუმცა დადებითი ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს, ყოველ შემთხვევაში იმაზე მეტს, ვიდრე ეს სოციალური შემწეობაა", – აღნიშნა მან.
მთავრობა სოციალურად დაუცველთათვის საზოგადოებრივი სამუშაოების შექმნასთან დაკავშირებით დეტალური პროგრამის წარმოდგენას წლის ბოლომდე გეგმავს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას