მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმსივნედ გადაქცეულ ლარის კურსის პრობლემას ვერაფრით ეშველა - რატიშვილი

60816807a4229
ელენე გოგბერაშვილი
23.04.21 09:40
910
ბიზნესი მთავრობას საგადასახადო შეღავათების პაკეტის გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებს. კერძო სექტორში ამბობენ, რომ პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ისევ გრძელდება და თუ ბიზნესს მთავრობა მხარდაჭერას არ გამოუცხადებს, ძალიან ბევრი კომპანია გაკოტრდება, დაგეგმილ შემოსავლებს კი ბიუჯეტი ვერ მიიღებს.

ბიზნესისთვის წნეხი მხოლოდ გადასახადები არ არის. ლარის კურსი, ეს არის თემა, რომელიც თანაბრად აწუხებს როგორც კერძო სექტორს, ისე თითოეულ მოქალაქეს. სწორედ ეროვნული ვალუტა იქნება ერთ-ერთი თემა, რასაც ბიზნესასოციაციები პრემიერის თანხმობის შემთხვევაში გამართულ შეხვედრაზე დასვამენ.

„საქართველოს ეკონომიკისთვის გადაულახავი, გადაუჭრელი, სიმსივნედ გადაქცეული ლარის კურსის პრობლემას ვერაფრით ვერ მოევლო. ვერც მოევლება ისე, თუ ეკონომიკაში არ მოხდა სიღრმისეული რეფორმები. ლარი თავისთავად კი არ არის პრობლემა, ლარში კი არ არის საქმე, პრობლემაა ეკონომიკის სიღრმისეულ სტაგნაციაში, არასწორად განვითარებულ ეკონომიკაში ათწლეულების განმავლობაში, რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ეკონომიკა ჩამოეკიდა ფაქტობრივად ერთ დარგს - ტურიზმს და ეკონომიკის აღდგენის არავითარი სხვა შანსი ამ წუთას საქართველოს არ აქვს.

სიღრმისეულ და ფუნდამენტურ ფაქტორებზე შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, აქამდე დავკარგეთ დრო და ახლა მაინც ძალიან სერიოზული მსჯელობა უნდა დაიწყოს ყველას ჩართულობით, რომ საქართველოს ეკონომიკის ფუნდამენტური შემოტრიალება მოხდეს“-აცხადებს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილი.