მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპური COVID-რეგულაციების შემსუბუქებას 13 ივნისიდან განიხილავს

60b50bef1228b
ნათია თაქთაქიშვილი
31.05.21 21:40
618
სინგაპურის პრემიერ-მინისტრის ლი კუან იუს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 13 ივნისიდან განიხილება თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა შეზღუდვების მოხსნას ფრთხილად ეკიდება, რადგან დიდი კლასტერის გაჩენის შემთხვევაში ეპიდ-აფეთქების კონტროლი გართულდება.

„ქვეყანა კოვიდ-აკრძალვების შემსუბუქებას 13 ივნისიდან მხოლოდ იმ შემთხევაში შეძლებს თუ სინგაპურში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გუმჯობესდება და კოვიდით ინფიცირების რიცხვი შემცირებას დაიწყებს“, - განაცხადა სინგაპურის პრემიერმა.

გამოცემა წერს, რომ სინგაპურმა საგანგებო მდგომარეობა მაისში გამოაცხადა, როდესაც ქვეყანაში კოვიდით ინფიცირებულების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 62,028 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაიცვალა 33 ადამიანი.