მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინგაპურმა დროებითი მოხმარებისთვის COVID-19-ის გამოსავლენი სასუნთქი ტესტი დაამტკიცა

60abc828de0ff
ნათია თაქთაქიშვილი
24.05.21 21:40
618
სინგაპურის მთავრობამ დროებითი მოხმარებისთვის კორონავირუსის გამოსავლენი სასუნთქი ტესტი დაამტკიცა. ტესტი დაახლოებით ერთ წუთში აჩვენებს ადამიანი ინფიცირებულია თუ არა კორონავირუსით. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ COVID-19-ის გამოსავლენი სასუნთქი ტესტი ადგილობრივმა სტარტაპმა Breathonix-მა შექმნა, რომელიც სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროსთან დანადგარის ტესტირებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს.

კორონავირუსის გამოსავლენი სუნთქვის ტესტის გამოყენება Covid-19-ის ანტიგენის სწრაფი ტესტის პარალელურად იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სასუნთქმა ტესტმა საპილოტე კლინიკურ კვლევაში 90%-ზე მეტი სიზუსტე აჩვენა.

წინასწარი მონაცემებით, ტესტების საშუალო ღირებულება $3,76-$15,03 იქნება.