მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Sinovac-ი: ჩინური ვაქცინის ეფექტიანობა 50.4%-ია

5ffef9c00ac6a
ნათია თაქთაქიშვილი
13.01.21 18:12
1488
ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ი ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე აცხადებს, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 50.4%-ია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, კვლევების თანახმად, ვაქცინა თავდაპირველად გავრცელებულ მონაცემებთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაწესებულ 50%-იან ზღვარს ძლივს სცდება.

Sinovac-ის ნაკლებეფექტიანობის მიუხედავად, ვაქცინა უკვე წინასწარ შეუკვეთა ინდონეზიამ, თურქეთმა და სინგაპურმა.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში თურქეთში ჩატარებული კლინიკური კველვების მიხედვით, Sinovac-ის ვაქცინის ეფექტიანობა 91.25%-ს უტოლდებოდა, ხოლო ინდოენზია აცხადებდა, რომ პრეპარატი 65.3%-ით იყო ეფექტური.

შეგახსენებთ: ავტორიზებული ვაქცინების  Moderna-ს და Pfizer-ის ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება, ხოლო Oxford-ის შემთხვევაში, პრეპარატის ეფექტიანობა 70%-ია.