მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლებში ვირუსის გავრცელება 10%-ს არ აღემატება - ამირან გამყრელიძე

6076c9c49c7bf
ინგა მურუსიძე
14.04.21 15:17
504
სკოლებში ვირუსის გავრცელება 10%-ს არ აღემატება. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ცდილობს, სკოლები და ბაღები ონლაინ-სწავლებაზე ნაკლებად გადავიდნენ.

„ბავშვები ყველაფერს შედარებით იოლად იტანენ, ამიტომ გავრცელება ძალიან ფართო არ არის. სკოლების ალბათ მხოლოდ 10%-ია, სადაც გვქონდა ინფიცირების შემთხვევები და გადავიდნენ ონლაინ, დისტანციურ სწავლებაზე. სკოლებში ფართო გავრცელება არ გვაქვს. სკოლა და ბაღი ყველაზე ბოლოს უნდა დაიკეტოს და პირველი გაიხსნას “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.