მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამინისტრო სკოლაში დასუფთავების კომპონენტს მკაცრად აკონტროლებს" - გელა გელაძე

გელა გელაძე

8 ნოემბერს გამართულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმიანობის ანგარიშის მოსმენაზე, ინფრასტრუქტურულ, საგამოცდო და სასკოლო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს სკოლის სველ წერტილებში ჰიგიენას.

"სამინისტრო ყოველი წლის ბოლოს ათანხმებს საშტატო ერთეულის საკითხებს და დამლაგებელი ყველა სკოლისთვის არის გათვალისწინებული, ზოგ სკოლაში 2-3 დამლაგებელი მუშაობს, ვინაიდან არის სკოლები, სადაც ორი შენობაა განთავსებული. სამინისტრო მკაცრად და ყოველდღიურად აკონტროლებს სველ წერტილებში ჰიგიენას და, ზოგადად, დასუფთავების კომპონენტს სკოლაში, რაზედაც უამრავი რეაგირება გვაქვს", - ამბობს გელა გელაძე.

აღნიშნულ თემაზე საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ განიხილება სახელფასო პოლიტიკის თემაც.

"ძალიან ბევრს ვფიქრობთ სახელფასო პოლიტიკაზეც, ვმუშაობთ ამ საკითხზე და ეს სიტუაცია მომავალი წლიდან აუცილებლად გამოსწორდება", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები