ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ავიაკომპანიებთან, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
„დღეს ჩვენ რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა მოხდეს მაქსიმალურად მოკლე ვადებში. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი, ქართული ავიაკომპანიები, რამდენიმე მათგანი, ისევე როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორი ავიაკომპანიები, განაახლებენ მოქალაქების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქებიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი და ეს პროგრამა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ყოველ ორ კვირაში გადახედავს ევროკავშირის მსგავსად, როგორც უსაფრთხო ქვეყანათა სიას, ისე გადაადგილების პირობებს.