მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფლის მეურნეობაში მთავარი გამოწვევები ცოდნა და კადრების ნაკლებობაა - გელა ხანიშვილი

63c65c1353998
თინათინ ნატმელაძე
17.01.23 12:37
512
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანას ისეთი ფერმერები სჭირდება, რომლებიც შიდა მეურნეობის წარმოებიდან ბიზნეს-სოფლის მეურნეობაზე გაცნობიერებულად გადადიან.

„გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, უპირველეს ყოვლისა ცოდნასთან დაკავშირებით, ასევე კადრებთან დაკავშირებითაც, სოფლის მეურნეობა მუშა-ხელის სერიოზულ დეფიციტს განიცდის. ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ სოფლის მეურნეობაში ისეთი ცოდნა, განათლება და ექსტენცია მივაწოდოთ, რომელიც წარმოების სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემთ.

ბუნებრივია, ერთ-ერთ გამოწვევად რჩება ფინანსებზე ხელმისაწვდომობაც, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ამის ძალიან სერიოზული რესურსი აქვს და 2023 წელს მარტო 200 მილიონი ლარი აგრო კრედიტების თანადაფინანსებაზეა გამოყოფილი. საერთო ჯამში, საზრუნავი და სამუშო ძალიან ბევრია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.