მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოფო ჭყონია: მესამე “ლოქდაუნს” საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად ვერ გაუძლებს

6075da27e58bd
მარიამ ადამია
14.04.21 00:00
1396
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი, სოფო ჭყონია, BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ მესამე “ლოქდაუნს” საქართველოს ეკონომიკა ნამდვილად ვერ გაუძლებს. ამასთან, ჭყონია მის საჭიროებას დღეს ვერ ხედავს.

“ლოქდაუნზე მნიშვნელოვანია დღეს მოსახლეობამ დაიწყოს თავის დაცვა, პირბადის კეთება, რომლის ტარების მაჩვენებელი 70%-დან 43%-მდე ჩამოვიდა. ჩვენ თავად უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ გახდეს საჭიროება „ლოქდაუნის“, ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული ნაწილობრივ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ეკონომიკა და ვერც ადამიანების ფსიქიკა, მორიგ ჩაკეტილობას ვერ გაუძლებს“ - აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

იქნება თუ არა საქართველოში მესამე „ლოქდაუნი“, მაშინ როდესაც ბოლო დღეებია ქვეყანაში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მატულობს? ამ კითხვაზე, ჯერჯერობით, ზუსტი პასუხი ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს არ გაუციათ. თუმცა, ის, რომ მესამე ტალღა იწყება, ეს უკვე შესამჩნევია.