23.ივნისი .2021 23:41

სოფო ჭყონია: “მოდა ციფრულ სამყაროზე სრულად ალბათ აღარ გადაერთვება, თუმცა ამის პროგნოზი არსებობდა”

სოფო ჭყონია: “მოდა ციფრულ სამყაროზე სრულად ალბათ აღარ გადაერთვება, თუმცა ამის პროგნოზი არსებობდა”
views 434
უკან

“მოდის სამყარო ციფრულ ტექნოლოგიებზე სრულად ალბათ აღარ გადაერთვება, თუმცა იყო ამის პროგნოზიც", - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” Mercedes Benz fashion week Tbilisi-ს დამფუძნებელმა სოფო ჭყონიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მოდის სრულად გაციფრულების მოლოდინი არსებობდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ მხრივ მოდის სამყაროში განსაკუთრებული ადგილი ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ ვაჭრობას უკავია.

“ყველას ეგონა, რომ როდესაც პანდემია დასრულდება, სრულიად ციფრულ სამყაროში ვიცხოვრებთ, ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, ეს დაიკავებს, მაგრამ მოდა მაინც დაუბრუნდება ჩვეულ რითმს, იმიტომ რომ ამის გარეშე შეუძლებელია. მოდა ასე ვერ იარსებებს. თუნდაც როგორც “არმანიმ” თქვა, მოდის კვირეულები ჩვენების და ხალხის დასწრების გარეშე თავის აზრს დაკარგავს და ამიტომ ესეც აუცილებელია, თუმცა, ციფრული სამყარო და განსაკუთრებით ონლაინ ვაჭრობა მაინც დიდ ნაწილს დაიკავებს ამ ინდუსტრიაში“, - აღნიშნა სოფო ჭყონიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა