მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოკარმა“ საქართველოში მოღვაწეობის 15 წელი აღნიშნა (R)

61c9d3625048f
BM.GE
27.12.21 19:04
603
საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სოკარი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. კომპანიას გააჩნია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რაზეც მეტყველებს არაერთი განხორციელებული პროექტი და აქტივობა. დასაქმებული ჰყავს 4000-ზე მეტი ადამიანი.

„სოკარ ენერჯი ჯორჯია“ შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქართველოს ბაზარზე უზრუნველყოფს აზერბაიჯანული და უცხოური წარმოშობის ნავთობპროდუქტების საცალო და საბითუმო გაყიდვებს კუთვნილი 112 ავტოგასამართი სადგურის, 16 სერვისცენტრისა და 5 ნავთობტერმინალის მეშვეობით. ასევე ახორციელებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას საქართველოს რეგიონებში და მართავს გაზგამანაწილებელი ქსელების მუშაობას.

2006 წლიდან დღემდე „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტების რაოდენობა 78 ათასიდან 808 ათასამდე  გაიზარდა, აშენდა დაახლოებით 12000 კილომეტრის სიგრძის გაზგამანაწილებელი ქსელი. საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებული მასშტაბური საინვესტიციო პროგრამის შედეგად, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს აშენდა გაზგამანაწილებელი ქსელები 320 ათასი ახალი აბონენტისათვის.

"სოკარის" საქმიანობა ხელს უწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას.