07.ივლისი .2020 13:15

სომხეთი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს

views 493
უკან

სომხეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით 16 მარტს შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას გეგმავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

“მესმის, რომ რთული მისაღებია გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო მდგომარების გაგრძელებას უკავშირდება, მაგრამ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ მოცემული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. გვინდა, შევიმუშაოთ ყველაზე დაბალანსებული გადაწყვეტილებები. დღევანდელი მოცემულობით, სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სომხეთში შეზღუდვები 13 ივლისამდეა ძალაში.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოს მეზობელ ქვეყანაში COVID-19-ის 349 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, სომხეთში COVID-19-ის 29,285 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა 503 ადამიანი იმსხვერპლა, განიკურნა 16,907 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა