მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ბერიკაშვილი: 8 წლის მანძილზე “ქართულ ოცნებას“ ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო

5f9d1d0d4697b
ინგა მურუსიძე
31.10.20 13:20
1005
კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებითაც, ეკონომიკური ზრდის ის ტემპი, რაც ბოლო წლებში საქართველოს აქვს, საკმარისი არაა. ამის შესახებ ეკონომისტმა bm.ge-ის "ქართული ოცნების" მთავრობის საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.

“ვფიქრობ, მთელი ამ რვა წლის მანძილზე მთავრობა ბევრად მეტის გაკეთება შეეძლო და ვერ გავაკეთეთ, რაც სერიოზული პრობლემაა; მაღალი ეკონომიკური ზრდის გარეშე ბევრს ვერაფერს შევძლებთ”, - აღნიშნა მან.

„ოცნების“ მთავრობის პერიოდის დადებით მიღწევებს შორის ეკონომისტი ვიზალიბერალიზაციას და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს, რომელსაც გარკვეული ეკონომიკური შედეგიც მოჰყვა.

„ცოტათი შემცირებულია უკიდურესი სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი, თუმცა ცალსახად ამ მაჩვენებელზე დაყრდნობა რთულია, რადგან სტატისტიკის დათვლის მეთოდოლოგიები შეიცვალა“, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობის შეფასებისას.

რაც შეეხება ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ეკონომისტი ფიქრობს, რომ მიუხედავად სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებისა, მათ ეფექტიანობაზე კითხვები მაინც არის. სოსო ბერიკაშვილმა მაგალითად „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამები მოიყვანა. „ისეთი შეგრძნება ჩნდება, რომ ამ დახმარებებს, ხელშეწყობებს და გრანტებსაც ერთი და იგივე ადამიანები იღებენ“, - ამბობს ეკონომიკური სკოლის დეკანი.

რაც შეეხება მსხვილი ბიზნესის და მთავრობის თანამშრომლობას, სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ ორივე ერთმანეთს ამხნევებს და შეხმატკბილებულად არიან, რაც წინა ხელისუფლების დროსაც ასე იყო.

bm.ge-ისთან ინტერვიუში ეკონომისტმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაც შეაფასა და ხაზი გაუსვა იმას, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პროგრამის გამოქვეყნება „არაფერში ჯდება“.

„თითოეულ პარტიას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა და გეგმა, თუ როგორ გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა. რაღა დროს წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენა იყო ბოლო დღეებში?! - ეს არაფერში ჯდება. „ქართულმა ოცნებამ“ მოვალეობის მოხდის მიზნით გამოდო წინასაარჩევნო პროგრამა”, - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.